დაათვალიერე ბინა სახლიდან გაუსვლელად - SS.GE ახალ ფუნქციას ამატებს

უძრავი-ქონების პორტალი SS.GE განცხადების გამოქვეყნების შესაძლებლობებს აფართოვებს და საიტის მომხმარებლებისათვის სერვისების ხარისხს აუმჯობესებს.

დღეიდან საიტზე განცხადების განმთავსელებელს შეუძლია დააფიქსიროს მზადყოფნა უძრავი ქონების ონლაინ ჩვენების შესახებ.

დაინტერესებულ პირს კი შესაძლებელობა ექნება უძრავი ქონება სახლიდან გაუსვლელად ვიდეოზარით დაათვალიეროს და კითხვების შემთხვევაში მეპატრონეს მიმართოს.

SS.GE-ის ინფორმაციით, ონლაინ-ჩვენებისათვის უძრავი ქონების მეპატრონემ საკმარისია განცხადების განთავსების ფორმაში სპეციალური ველი მონიშნოს. ვიდეოზარისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი სერვისები - WatsApp, Zoom, VIBER ან სხვა ნებისმიერი.

როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, ახალი სერვისით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს, ბევრი ადამიანი ისარგებლებს.

„ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე პოტენციური მყიდველები ხშირად თავს იკავებენ, რომ სახლის დასათვალიერებლად უცხო ადამიანთან მივიდნენ, თავად მეპატრონეებსაც არ სურთ ეს. ამას ტრანსპორტის შეზღუდვაც ემატება, რაც ბევრისთვის გადაადგილებას ართულებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, უმეტესობისთვის უძრავი ქონების სახლიდან გაუსვლელად დათვალიერება მოსახერხებელი იქნება და მათ ბევრ პრობლემასაც გადაჭრის.

საქართველოში ახალი სერვისია და იმედი გვაქვს, რომ ისარგებლებლენ, გარდა ამ შეზღუდვებისა, მოსახლეობის უმეტესობას ცხოვრების გადატვირთული გრაფიკი აქვს, შესაბამისად, უძრავი ქონების დათვალიერებას ვერ ახერხებს. ერთგვარად საქმიანი ადამიანებისთვის ბევრად მოსახერხებელი ფუნქცია იქნება და ბევრ პრობლემას გადაუჭრის. „ - განაცხადეს SS.GE - ში.

SS.GE-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ვიდეოზარის გამოყენების საშუალება არ აქვს, შეუძლია SS.GE-ს ფოტო-ვიდეო გადაღების სერვისით ისარგებლოს. რაც გულისხმობს მათი წარმომადგენლის ადგილზე მისვლას, 360 გარდუსიან და პროფესიონალურ ფოტო-ვიდეო გადაღებას და ამ მასალის ატვირთვას საიტზე. აღნიშნული სერვისით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.

ლიკა ამირაშვილი