„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის შესახებ კვლევა წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო გლობალური ღვინის ინდუსტრიის მცირე მასშტაბის მოთამაშეებს შორისაა.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველო ვენახის ფართობის მიხედვით მსოფლიოში 22-ე ადგილს იკავებს, ხოლო ღვინის წარმოების მიმართულებით მე-19.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ღვინის მოხმარება დაახლოებით 3-ჯერ ჩამორჩება წარმოების მოცულობას და დაახლოებით 0.59 მლნ ჰექტოლიტრს შეადგენს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ეხმარება გავიდეს ისეთ ბაზრზებზე, სადაც მოთხოვნა მაღალი ნიშნულზეა. გარდა ამისა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ბაზრების დივერსიფიკაციასაც უწყობს ხელს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე