ტოპ-10 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა

2020 წლის ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 21,8 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის თითქმის, იდენტურია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ქვეყნიდან უცხოეთში ასევე 21,8 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და აშ.

10 ქვეყანა, სადაც 2020 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:

  • რუსეთი - 6,824 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 4,362 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 1,961 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 1,396 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 1,048 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 980,4 ათასი დოლარი
  • იტალია - 478,5 ათასი დოლარი
  • ყაზახეთი - 475,2 ათასი დოლარი
  • უზბეკეთი - 451,7 ათასი დოლარი
  • გერმანია - 433, 2 ათასი დოლარი

ცნობისთვის, 2020 ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 12.5%-ით მეტია 2019 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასულ წლის ნოემბერში ქვეყანაში 151,042 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა.

ნინი ქეთელაური