საინვესტიციო ბანკი - Saxo Bank, რომელიც ონლაინ ვაჭრობისა და ინვესტიციების განხრით აქტიურად მუშაობს, მის სამარკო “წინასწარმეტყველებას“ არც ამჯერად ღალატობს და 2021 წელს მოსალოდნელ ყველაზე უჩვეულო ტენდეციებს წარმოგვიდგეს.
დანიური კომპანია 1992 წელს, საბროკერო ფირმის სახით დაარსდა და თავდაპირველად Midas Fondsmæglerselskab ერქვა. სახელი 2001 წელს შეუცვალა, როდესაც კომპანიამ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო.
Saxo Bank-ის "შოკისმომგვრელი პროგნოზები" 2021 წლისთვის მოიცავს ენერგეტიკული მიღწევების, ბიზნესზე პანდემიის გავლენის, დიდი იდუსტრიების სახეცვლილებისა და ბევრი საინტერესო ფაქტების მიმოხილვას, რომელსაც კაცობრიობის მომავალზე გავლენა აუცილებლად ექნება.
მსგავს პროგნოზებს ბანკი 18 წლის განმავლობაში აქვეყნებს.
კორონავირუსის პანდემიამ თითქმის ყველა მაკრო ტენდენცია დააჩქარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომითი ბაზრის სტრუქტურული ცვლილებები. ამავე დროს, მსოფლიოში ეკონომიკური სარგებლის მთლიანი მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა.
”ახლოვდება უპირობო შემოსავლების ეპოქა. რაც ნიშნავს ახალი ცხოვრების წესს და ახალ პრიორიტეტებს. საჭიროა სიმდიდრის გადანაწილების ახალი გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა რესურსი კონცენტრირებული იქნება მონოპოლისტების ხელში. ასეთი მომავლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ერთ სულ მოსახლეზე სარგებლის, ენერგიის ზრდა გარემოზე მცირე უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინებით. დამატებითი ენერგია საკმარისი იქნება მაღალტექნოლოგიური, კვანტური სისტემებისთვის. ამის საშუალებით ვუახლოვდებით კიბოს დამარცხებას, მომავალი პანდემიის რისკების პრევენციას და ყალბი ამბების მოგვარებას ბლოკჩეინის ტექნოლოგიით”, - აღნიშნავს ინვესტიციის მთავარი ოფიცერი სტენ იაკობსენი.
ბანკი ტრადიციულად ხაზს უსვამს, რომ "შოკისმომგვრელი პროგნოზები" ოფიციალური პროგნოზი არ არის - ისინი ინვესტორებს მხოლოდ აფრთხილებენ. ეს არის მცდელობა, შესწავლილი იქნას ის საკითხები, რაც სავარაუდოდ 2021 წელს განვითარდება.
წარმოგიდგენთ Saxo Bank-ის 7 ყველაზე საკამათო პროგნოზს:
Amazon "იყიდის" კვიპროსს
Amazon.com Inc. და სხვა მედია გიგანტები მთავრობებს უფრთხიან, რადგან ისინი თვლიან, რომ მეგა კომპანიები დროთა განმავლობაში ძალიან ძლიერები გახდნენ და ამ ფონზე საკმაოდ მცირე გადასახადებს იხდიან.
იმის გამო, რომ Amazon ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან მზარდ სიძულვილს გრძნობს, მომავალი წელს იძულებული გახდება შტაბ-ბინა ევროპაში, კერძოდ კვიპროსში გადაიტანოს. გიგანტურ კორპორაციას კვიპროსზე მხურვალედ მიესალმებიან, რადგან Amazon ქვეყანას დაეხმარება შეამციროს სესხი მშპ-სთან მიმართებაში, რაც ახლა თითქმის თითქმის 100%-ს შეადგენს. კვიპროსს ახსოვს, თუ როგორ ექცეოდა მას ევროკავშირი 2010-2012 წლების სუვერენული სესხის კრიზისის დროს.
Amazon კონსულტანტები კვიპროსს არსებული საგადასახადო კოდექსის ირლანდიურ მოდელზე გადაყვანაში "დაეხმარებიან". შექმნიან საშემოსავლო გადასახადის და სხვა გადასახადების კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებლებს, რაც ქვეყნის ლიდერებსაც და მოსახლეობასაც მხოლოდ კმაყოფილებას გვრის.
მაგრამ... ევროპული მარეგულირებელი ორგანოები სწრაფად გაერკვევიან და Amazon– ის წინააღმდეგ ზომებს მიიღებენ, კომპანიას აიძულებენ შეცვალოს მეთოდები, ხოლო კვიპროსს აიძულებენ საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შესაბამისობაში მოყვანას. შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები 2021 წელს შეტევაზე გადავლენ მონოპოლიების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ფიქრობენ.
გერმანია საფრანგეთის ფულს გადაიხდის
უახლოეს წლებში საფრანგეთი, ევროპაში ყველაზე დიდი მოცულობის სესხის მქონე ქვეყების სიაში შევა და მოწინავე ადგილსაც დაიკავებს. პანდემიის დაწყებამდეც მისი სახელმწიფო ვალის ზომა მშპ-ს 100% -ის ზღურბლს მიუახლოვდა, ხოლო კერძო ვალი მშპ-ს 140% -ს უახლოვდებოდა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება იტალიას (106%) ან ესპანეთს (119%). პანდემიამ პროცესი მხოლოდ დააჩქარა: 2021 წელს, ქვეყნის ეროვნული ვალი მშპ-ს 120% -ს გადააჭარბებს.
100 მილიარდი ევროს სტიმულირებისა და კორპორატიული სესხების 90% -ის მთავრობის საგარანტიო პროგრამის მიუხედავად, საფრანგეთს არ შეუძლია გაკოტრების ტალღის თავიდან აცილება. კარანტინის გამო მრავალი კომპანია გაკოტრებას ვერ გადაურჩება, ინვესტორები კი საკუთარი კაპიტალის საფრაგეთში დაბანდებას სულ უფრო ნაკლებად მოინდომებენ.
სახელმწიფო ფინანსების ცუდი მდგომარეობისა და ისედაც უზარმაზარი დავალიანების გათვალისწინებით, საფრანგეთს გერმანიის გარდა სხვა გზა აღარ დარჩება. გერმანიის გადაწყვეტილებით ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა უნდა შეძლოს იმდენი ევროს დაბეჭდვა, რომ საფრანგეთის საბანკო სისტემამ კოლაფსი არ განიცადოს.
ბლოკჩეინი FAKE NEWS- ებს გაანადგურებს
დეზინფორმაციის გავრცელებისა და ნდობის შესუსტების მზარდმა საფრთხემ კრიტიკულ დონეს ცნობილ საინფორმაციო საშუალებებშიც კი მიაღწიეს, რაც სისტემურ რეაგირებას მოითხოვს. მასმედია და სოციალური ქსელები იძულებულნი არიან, სიცრუის და ახალი ამბებით მანიპულირების წინააღმდეგ ახალი ზომები მიიღონ. ეს შესაძლებელი გახდება საერთო ბლოკჩეინის ქსელის წყალობით, რომელიც ახალი ამბების შინაარსს აერთიანებს და ფაქტების გადამოწმების საშუალებას იძლევა. ამბის შინაარსის გადამოწმებას და საჭიროებისამებრ, შეცვლას სპეციალური ტექნოლოგია მოახდენს, სადაც ამბავი პირველწყაროსთან იქნება შედარებული.
კომპანიები, Twitter Inc. და Facebook Inc. აღნიშნული მეთოდის დახვეწისა და ფართოდ გავრცელებისთვის დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ. ახალი ამბების ალტერნატიული საიტები თავიანთი შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციები COVID19-ის შესახებ, ყალბი მტკიცებულებები საარჩევნო თაღლითობის შესახებ და ბევრი მსგავსი რამ ერთი ღამეში გაქრება.
უპირობო ფინანსური შემოსავალი ქალაქების განადგურებას გამოიწვევს
პანდემიამ ეკონომიკური მოძრაობა დააჩქარა, რამაც უთანასწორობაც გაზარდა.
ფინანსიალიზაციას მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ ერთი ადამიანის შემოსავალი ოჯახის “შესანახად“ საკმარისი აღარ არის. ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის და ავტომატიზაციის მიღწევები მრავალ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილებს ანადგურებს. საზოგადოება აცნობიერებს, რომ პანდემიის საპასუხოდ მიღებული ზომები იყო არა მხოლოდ პანიკური რეაქცია, არამედ უპირობო ძირითადი შემოსავლის ახალი ეპოქის დასაწყისი (UBI).
ზედმეტი სამუშაოების აღმოფხვრას და სახლიდან მუშაობას, რაც COVID-19– ის გამო უფრო გახშირდა, ქალაქის ოფისების დატვირთვას თითქმის ანულებს. კომერციული უძრავი ქონების ფასები სწრაფად ეცემა.
უპირობო შემოსავლის სისტემის დანერგვა ცხოვრებაში მუშაობის როლის მიმართ დამოკიდებულებასაც ცვლის. აქედან გამომდიარე ბევრი ახალგაზრდა საცხოვრებლად დარჩება იქ, სადაც გაიზარდა. პარალელურად, დიდი ქალაქებიდან წასვლას პროფესიონალები და დაბალი კვალიფიკაციის მუშები დაიწყებენ, რადგან შრომის ბაზარზე მათი ფასიც დაეცემა და ცხოვრების ხარისხიც. კრიმინალიზებულ ადგილებში აშენებული მჭიდრო ბინები მიმზიდველობას კარგავს.
სამოქალაქო ტექნოლოგიის ფონდი
მაღალტექნოლოგიური გამარჯვებული კომპანიების საზეიმო მსვლელობა, რომელსაც თავისუფალი ბაზრის პრინციპები უჭერენ მხარს, სოციალურ კონტენტს უკვე ძირს უთხრიან. კორონავირუსის ინფექციამ კი ტენდენციები დააჩქარა. თუკი უსამართლობის ესკალაციას, პოლიტიკური კონფლიქტების, ბუნტის და სისტემური საფრთხეების თავიდან აცილება გვინდა, საზოგადოებას 2021 წელს და მის შემდეგ ეკონომიკური პოლიტიკის ახალი გზის მოძებნა მოუწევს. უთანასწორობის შემცირებისთვის საჭირო იქნება სრულიად ახალი მიდგომა და ეს სულაც არ ეხება საგადასახადო კოდექსში შესწორებებს.
იქმნება სამოქალაქო ტექნოლოგიის ფონდი, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს კაპიტალის წილს. დამატებითი აქციები ეძლევათ მათ, ვინც დაკარგა სამუშაო, რაც ყველას მისცემს ციფრული ეპოქის პროდუქტიულობის ზრდის სარგებელს. ეს ”ტექნოლოგიური პროგრესის დივიდენდის” პოლიტიკა მიზნად ისახავს შეამციროს ეკონომიკური და სოციალური სირთულეები მათთვის, ვინც ბოლო წლების ეკონომიკური პროგრესიდან სარგებელი ვერ ნახა.
COVID-19 წარმატებული ვაქცინაცია კომპანიებს გაანადგურებს
მსოფლიო ეკონომიკაში ვალის დაგროვება პანდემიამ მკვეთრად გაზარდა. ტენდენციამ ისეთივე საშიში მასშტაბები შეიძინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს. დაფინანსების პირობების შემსუბუქების პოლიტიკამ მთავრობისა და მაღალრეიტინგული კორპორატიული ობლიგაციების მოგება ისტორიულ დაბალ დონემდე დაიყვაა, რის გამოც ინვესტორები იძულებულნი გახდნენ სარისკო აქტივებისთვის მიემართათ.
ამას მხარს უჭერს ეფექტური ვაქცინის მოლოდინი, რომელმაც ეკონომიკური ზრდის ბორბალი უნდა დაატრიალოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პანდემიის პერიოდში ეკონომიკა ზედმეტად იყო სტიმულირებული - ვაქცინაციის შემდეგ კი ის ძალიან მალე გადაიწვება. ინფლაცია და უმუშევრობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ფედერალური ხაზინა სახაზინო სარგებელის გაზრდის საშუალებას იძლევა. შედეგად, დაფინანსების პირობები სწრაფად მკაცრდება, მოსავლიანობის მრუდეს ფედერალური ხაზინა არ აკონტროლებს.
მოთხოვნა მზის პანელებზე ვერცხლისთვის ხელსაყრელია
მომდევნო წელს შემოდის ცვლილებები, რომლებიც ხელსაყრელია ვერცხლისთვის, როგორც მატერიალური აქტივისა და ძვირფასი ლითონისთვის: აშშ დოლარი სუსტდება, გამოსწორების იმედი არ არის. გარდა ამისა, ინფლაცია მკვეთრად იზრდება, მარეგულირებელი ორგანოები აჭიანურებენ რეაქციას. სურთ მაქსიმალურად გაზარდონ დახმარება ჯერ კიდევ არგამოჯანმრთელებული ეკონომიკისთვის. COVID-19 მასიური ვაქცინაციით, ჭარბი ლიკვიდურობა და ულტრა რბილი ეკონომიკური პოლიტიკა იწვევს მყარი აქტივების მოთხოვნას.
მაგრამ ყველაზე მეტად, ვერცხლის ფასი იზრდება. იგი კონკრეტული სამრეწველო გამოყენებისთვის სჭირდებათ. 2021 წელს ბაზარზე ვერცხლის რეალური დეფიციტია, რაც ხელს უშლის უამრავ მწვანე ინიციატივას, მათ შორის აშშ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან მზის ენეგიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროპის მწვანე შეთანხმებას, 2060 წლისთვის ჩინეთის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის პროგრამას და სხვა ინიციატივებს.
გარდა ამისა, ვერცხლის მოპოვების ნახევარზე მეტი წილი თუთიის, ტყვიის და სპილენძის მოპოვებაზე მოდის. ამ მიზეზით, მომპოვებელ კომპანიებს უჭირთ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.