რეალური “დიდებული გეტსბი“ – ვინ არის 1980-იანი წლების უოლ სტრიტის ტიტანი, რომელმაც ვარსკვლავური ცხოვრება ციხეში დაასრულა

1985 წელს ივან ბოესკიმ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებს საუბრისას უთხრა, რომ სიხარბე "ჯანსაღი მდგომარეობა“ იყო. ლეგენდის თანახმად, ეს სენტიმენტები 1987 წელს ფილმში "Wall Street", რეჟისორმაც გამოიყენა.

დღეს, ბოესკის სახელი უოლ სტრიტის მილიონების ან კორპორატიული სიხარბის სინონიმი აღარ არის, მაგრამ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ბოესკი მანდვილად იყო საინვესტიციო საბანკო ტიტანი, რომელმაც ასობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ბოესკის აღმასვლა გრძელდებოდა იქამდე, სანამ მისი რეპუტაცია და მისი საბროკერო ფირმა უდიდესი სკანდალის ფონზე არ დაინგრა.

ბოესკის, რომელიც ახლა 83 წლისაა, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა კვლავ აკრძალული აქვს.

ბავშვობა

ივან ფრედერიკ ბოესკი 1937 წლის 6 მარტს, მიჩიგანის შტატში, დეტროიტში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი ქალაქში რამდენიმე ტავერნას ფლობდა.

იგი დეტროიტის მამფორდის საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ ბოესკიმ აღმოსავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტში კურსებს ესწრებოდა. ბაკალავრის დიპლომის არქონის მიუხედავად, დეტროიტის სამართლის კოლეჯში დაუშვეს, რომელიც 1965 წელს დაამთავრა. 1980-იან წლებში ბოესკი კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში და ნიუ იორკის უნივერსიტეტში, პროფესორის დამხმარის თანამდებობაზე მუშაობდა.

"დიდებული გეტსბის" პერსონაჟი

ივან ბოესკის მეტსახელად “დიდებულ გეტსბის“ ეძახიან. მთელი ქონება მან თავად მოაგროვა და დიდ აღმაფრენებთან ერთად, დიდი განსაცდელებიც გამოსცადა. 1980-იანი წლების შუა პერიოდში ბირჟაზე მოვაჭრე ამერიკელი ინსაიდერულ სავაჭრო სკანდალში გაეხვა. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და რეკორდული - 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ჟურნალისტი ჯეფ მადრიკი, რომელიც ბოესკის 1985 წელს წიგნის დაწერაში ეხმარებოდა, მოგვიანებით წერდა, რომ ბოესკი ტიპიური “უოლ სტრიტის მგელი“ იყო, "კლასიკური შემთხვევა“, რომელიც სკოლაში კარგად ვერ სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოესკი ნიუ იორკის ჰარვარდის კლუბის წევრი იყო, მას არ ჰქონდა ეფექტური განათლება. მოგვიანებით კი აღიარა, რომ კლუბში წევრობის უფლება იყიდა.

რუსი ემიგრანტების შვილი 20 წლის ასაკში, მამის საკუთრებაში არსებულ დეტროიტის ბარში მუშაობდა. მოგვიანებით კი აღიარა, რომ მშობლების მალულად მართავდა სარდაფის გარეთ მდებარ სტრიპტიზ კლუბს, რომელიც თვითონ დაარსა.

მოგვიანებით ბოესკიმ მდიდარ ოჯახში გაზრდილ სიმა სილბერშტეინზე დაქორწინდა. 1966 წელს წყვილი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ბოესკიმ საბროკერო კომპანიაში, აქციების მოვაჭრედ დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ სფეროში მიაღწია მან პირველ დიდი ფინანსურ წარმატებას.

1975 წლისთვის ბოესკიმ გახსნა საფონდო ფირმა სახელწოდებით Ivan F. Boesky & Company. კომპანიაში 700 000 აშშ დოლარის საწყისი კაპიტალი ჩადო, რომელიც მეუღლის ოჯახმა მისცა.

როგორ ააშენა თავისი ბედი

ბოესკის სპეციალობა იყო საფონდო არბიტრაჟი. საფონდო არბიტრაჟი არის ორგანიზებული ბაზარი, რომელიც წევრი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავაჭრო სისტემაში დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე ვაჭრობისა და დადებული გარიგებების შესრულების ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

საარბიტრაჟო მოვაჭრეები, როგორიცაა ბოესკი, ხშირად ყიდულობენ დიდ აქციებს კომპანიაში ფსონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქციების ფასი საგრძნობლად არის დაცემული.

პრეზიდენტ რონალდ რეიგანის პირობებში მოდუნებულმა ფინანსურმა რეგულაციამ გასული საუკუნის 80-იან წლებში ბოესკისნაირ მოვაჭრეებს ფულის გამომუშავებისთვის ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა.

”ბოესკი ფაქტობრივად, მთელი დღე და ღამე ტელეფონთან ატარებდა. თუ მას ფინანსური მოგება არ ჰქონდა, ისტერიკაში ვარდებოდა და ნივთებს ტეხდა“ - ამბობს ბოესკისთან დაახლოებული პირი.

Associated Press– ის თანახმად 1985 წელს ბოესკი უოლ სტრიტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოვაჭრე გახდა. იგი ზედამხედველობას უწევდა საინვესტიციო ფონდს 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივით და მისი ქონების ფასი 200 მილიონ დოლარზე მეტი იყო. ბოესკი ამერიკული Forbes 400 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მოხვდა.

იგი არ ერიდებოდა თავისი წარმატების რეკლამირებას. ბოესკი იყო პირველი ადამიანი უოლ სტრიტზე, რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა დაიქირავა და თავის შესახებ თითქმის ყველასთან საუბრობდა.

იგი ასევე რეგულარულად მოგზაურობდა ვერტმფრენით თავისი საბროკერო მანჰეტენის ოფისსა და უესტჩესტერის საგრაფოში მდებარე სასახლეს შორის. 190 ჰექტარზე განთავსებული 12-საძინებლიანი, წითელი აგურით აშენებული სასახლე, კოსმეტიკური კომპანიის მემკვიდრეებისგან Revlon-ისგან შეიძინა. ხოლო ქალაქში ლიმუზინით გადაადგილდებოდა, რომელშიც სამი სხვადასხვა ტელეფონი იყო დაყენებული. მაშინ ამგვარი ცხოვრება მართლაც ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა.

ვარდნა

ამხელა წარმატების მიუხედავად, ბოესკის ერთი ნაკლი ჰქონდა, იგი წესებით არ თამაშობდა. მას შემდეგ, რაც 1982 წელს Cities Services– ის წარუმატებელი გარიგების შემდეგ ბოესკიმ 60 მილიონი დოლარი დაკარგა, ბიზნესის გადარჩენის მიზნით მან ინსაიდერული სავაჭრო სქემა დაიწყო.

ბოესკი უოლ სტრიტის ფირმის Kidder, Peabody & Co– ის ცნობილ ინვესტიციურ ბანკირთან, მარტინ სიგელთან არალეგალურად პარტნიორობდა.

მოგვიანებით ბოესკიმ SEC -თან (აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია) დანაშაული აღიარა.

1986 წლის ნოემბერში, როდესაც ფედერალურმა პირებმა 49 წლის ბირჟაზე მოვაჭრე დააპატიმრეს, ბოესკის საარბიტრაჟო თამაში დასრულდა. სამართალდამცველებმა ბოესკის არალეგალური კავშირები და გარიგებები უოლსტრიტის ფირმის ინვესტიციურ ბანკირთან, დენის ლევინთანაც აღმოაჩინეს. აქედან “უოლ სტრიტის მგელმა“ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი მოგება მიიღო.

ბოესკი ფედერალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, დანაშაული აღიარა და თანახმა იყო ჯარიმა, 100 მილიონი დოლარი გადაეხადა.

შედეგები

ბოესკიმ ციხეში ორ წელიწადზე მეტი გაატარა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მთელი ცხოვრების მანძილზე აეკრძალა.

დაპატიმრების შემდეგ, ბოესკის იმიჯი საგრძნობლად შეილახა. მაშინდელი ცოცხალი ლეგენდა სამარცხვინო ადამიანად იქცა, რამაც საბოლოოდ მას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.

1991 წელს ბოესკის მეუღლე, სიემა დაშორდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანს ყოფილი ცოლისთვის 23 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ბოესკი ყურადღების მიღმა დარჩა. 2012 წელს ბოესკის ერთ-ერთმა ბიძაშვილმა New York Times- ს განუცხადა, რომ შერცხვენილი მოვაჭრე მეორე ცოლთან და ახალ შვილთან ერთად კალიფორნიის ქალაქ ლა ჯოლაში ხოვრობს.

თეონა რამაზაშვილი