პირველ სექტემბერს ,,დონაში“ კოვიდინფიცირების გამოვლენით დაიწყო აჭარის ეპიდაფეთქება. ,,ბიზნესპრენსიუსი“ დაინტერესდა, როგორია ახლა საკონდიტროს რეალიზაცია და სამუშაო დატვირთვა.
„დონას“ მფლობელი არჩილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ რეალიზაცია 60%-ით არის შემცირებული, რაც ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ასახვაა ბიზნესზე.
,,ამ ეტაპზე, რეგულაციებიდან გამომდინარე დაკეტილია კაფე და მხოლოდ გატანაზე ვმუშაობთ და რეალიზაციია მხოლოდ 40%-ია. როდესაც კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ ხელახლა გავიხსენით, უკეთესი რეალიზაცია გვქონდა. მაგრამ ახლა შეზღუდვები უფრო მკაცრია და შესაბამისად, ეს რეალიზაციაზეც აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ყველაფრის ღირებულება, ვეცადეთ ფასები არ გაგვეზარდა. პრიდუქციაზე ფასები დაახლოებით, 5-10%-ით გავზარდეთ. დავწიეთ მოგების მარჟა და ამოვიღეთ ძვირიანი ასორტიმენტი. დავტოვეთ მხოლოდ ის ნამცხვრები, რომლის თვითღირებულება ისედაც დაბალია. ისედაც ძალიან შემცირებული მოთხოვნის გამო ფასს ვერ გავზრდით“-, ამბობს არჩილ ბოლქვაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ბათუმში კაფე-საკონდიტრო "დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონესაც. საკონდიტრო 1-თვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა.