2020 წელს ზღვებსა და მდინარეებში აღმოჩენილი ძვირად ღირებული “განძი“

წყალი დედამიწის ზედაპირის თითქმის მეოთხედს მოიცავს და ყველას გვსმენია, რომ მის სიღრმეში საგანძური ინახება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარად ზღაპრული ფრაზა რეალობაა.

მოგზაურობის დროს, ოკეანეში, ზღვაზე დასვენებისას, ფსკერამდე ჩასვლა და “განძის“ ძიება ცოტას თუ უფიქრია. ხოლო, ვინც გაბედა და ძებნა დაიწყო, ასეთ საინტერესო რამ აღმოაჩინეს.

ადრიანეს თავი - ღირებულება უცნობია

რომის იმპერატორ ადრიანეს აღმოჩენილი ბრინჯაოს თავი, ლონდონის გულში არსებული ქანდაკების ასლია. მეცნიერების თქმით, თავი დაახლოებით 200 წლის არის. მისი ღირებულება ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ცხადია, რომ საკმაოდ ძვირი ეღირება.

ganzi1-1608296070.jpg

1500 წლის ხმალი - ღირებულება უცნობია

რვა წლის საგა ვანეზეკი ოჯახთან ერთად შვედეთში, იონკოპინის ოლქში, ვიდოსტერნის ტბაზე ბანაობდა, როდესაც ეს უცნაური ნივთი აღმოაჩინა. თავდაპირველად ბავშვს ხმალი უბრალოდ დიდი მეტალის ჯოხი ეგონა, თუმცა, გარკვეულმა მონაცემებმა ყურადღება მიიპყრო.

"წყალში რაღაც ვიგრძენი და ავწიე. შემდეგ სახელური იყო და მოვკიდე ხელი და მამას ვუთხარი, რომ ხმალს ჰგავდა". - იხსენებს საგა ჟურნალისტებთან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს “ჯოხი“ 1500 წლის წინ დამზადებული ვიკინგების ხმალი იყო. ოჯახმა აღმოჩენა იონკოპინის საგრაფოს მუზეუმს გადასცა.

ganzi2-1608296106.jpg

ტაილანდური ტყვიის მონეტები - 300 დოლარი

ტაილანდის "ინდიანა ჯონსის" მყვინთავები ბანგკოკში მდებარე მდინარეს “ჩაო ფრაიას“ ხშირად ათვალიერებენ. როგორც აღმოჩნდა არც თუ უსაფუძვლოდ. ისინი ხშირად პოულობენ მონეტებს, ძვირფას ლითონებს და სხვა სახის ძვირად ღირებულ ნივთებს.

ეს საშიში სამუშაოა, მაგრამ შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგან რამდენიმე სპილენძის მონეტის გაყიდვამ შეიძლება 15 -დან 20 დოლარამდე გამოიმუშაოს. ერთ-ერთმა აღმოჩენამ კი მოლოდინს გადააჭარბა. მყვინთავებმა ძველი ტყვიის მონეტები იპოვეს, თითოეულის ფასი კი 300 დოლარით განისაზღვრა.

ganzi3-1608296150.jpg

“SB Pulaski“ ჯიბის საათები - 15,000 დოლარი

1838 წლის 14 ივნისს ამერიკულმა საზღვაო ხომალმა Steamboat Pulaski-მ კატასტროფა განიცადა და ეკიპაჟი დაიღუპა. წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროსთან მყვინტავებმა არც მეტი, არც ნაკლები Pulaski-ის ეკიპაჟთა ნივთები იპოვეს. მათ შორის, ძვირფასი ჯიბის საათები. თითოეულის ფასი 15,000 დოლარზე მეტია.

ganzi4-1608296255.jpg

იაპონური ოქროს მონეტა - 16 500 აშშ დოლარი

ძმებმა გარი და ტრევორ ბანკჰედებმა ინგლისის აღმოსავლეთით, მდინარე ვერას ფსკერზე კენტერბერიის ყოფილი არქიეპისკოპოსის მაიკლ რამსის (1904-1988) დროინდელი და სხვა რომაული, საქსური და შუასაუკუნეების საგანძურები აღმოაჩინეს. ყველაზე ღირებული იყო 24 კარატიანი ოქროს მონეტა, რომელიც 16 500 აშშ დოლარად შეფასდა.

ganzi-1608296316.jpg

“Hmi“ კერამიკული ჭურჭელი - 119,400 აშშ დოლარი

ვიეტნამის სანაპიროსთან ადგილობრივმა მეთევზეებმა სათევზაო ბადეში გახლართული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ჭურჭელი მე-15, მე -16 საუკუნეებით თარიღდებოდა. აღმოჩენა აუქციონზე 119 400 აშშ დოლარად გაიყიდა.

ganzi6-1608296351.jpg

ოქროს ჭურჭელი - 413,000 აშშ დოლარი

უძველესი ოქროს ჭურჭელი გემი, Blue Water Ventures International- მა მყვინთავმა იპოვა წყალში, რომლის სიღრმე 18 მეტრი იყო. “განძი“ ნიუ-იორკის აუქციონზე 413 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

gann-1608296539.jpg

ოქროს მონეტები - 1,2 მილიონი აშშ დოლარი

ჩრდილოეთ კაროლინას ხომალდი SS წყალქვეშა განძის მაძიებელთათვის ათწლეულების განმავლობაში პოპულარული იყო. სანამ 1901 წელს, 20 მეტრის სიგრძის გემი სამხრეთ დასავლეთ მდებარე აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირებოდა. ყველა ადამიანი გადარჩა, თუმცა ძვირფასი ტვირთი, მათ შორის ოქროს მონეტები, ზღვაში დაიკარგა.

მოვიანებით მყვინთავებმა განძი იპოვეს, რისი ღირებულებაც 1,2 მილიონი აშშ დოლარია.

ganzi8-1608296388.jpg

თეონა რამაზაშვილი