კომპანია „ჯივიპის“ ინფორმაციით, 2018-2020 წლებში, თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე 250 კმ წყალსადენის და წყალარინების ქსელი განახლდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ჯივიპიმ“ 2018-2020 წლებში ჯამში 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
„თბილისის ისეთ დასახლებებს, როგორიცაა შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, ბეთანია და კვესეთი წლების მანძილზე სასმელი წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდა. 2018-2020 წლებში ჯივიპიმ ამ ტერიტორიებზე ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა 24- საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო.
წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე 250 კმ წყალსადენის და წყალარინების ქსელი განახლდა. რეაბილიტაცია ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, შარტავას, კანდელაკი-ბუდაპეშტის და სხვა ქუჩებზე. კომპანიამ 2018-2020 წლებში ჯამში 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაზიანებები და წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ზრუნვას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.