პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას 21 დეკემბრიდან დაიწყებს

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება.

მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ბიურომ განრიგი შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მოსმენები კომიტეტებში 21 დეკემბერს დაიწყება და თემატურად კომიტეტების გაერთიანებული სხდომები გაიმართება.

23 დეკემბერს მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართება, ხოლო 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად გავა.

მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა.

მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი

მინისტრთა კაბინეტთან ერთად ნდობის მისაღებად პარლამენტში წარდგენილია სამთავრობო პროგრამა.