ამერიკული კორპორაცია Microsoft-ი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს, საკუთარი პროცესორების წარმოებას იწყებს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ამ მომენტისთვის მუშაობა მიდის ჩიპების შექმნაზე კომპანიის სამსახურეობრივი კომპიუტერებისთვის, რომელიც მის ღრუბლოვან სერვისებს ემსახურება. ამასთან, კიდევ ერთი პროცესორი იქნება შემუშავებული ხაზისთვის - Microsoft Surface.
როგორც სააგენტოს განუცხადეს, კორპორაცია საკუთარ პროცესორებში გამოიყენებს არქიტექტურას - ARM, რომლის ბაზაზე საკუთარი პროცესორების წარმოება Apple-მაც დაიწყო. აქამდე ორივე კომპანია იყენებდა Intel-ის წარმოების პროცესორებს.