ევროკავშირს სურს ახალი ხელშეკრულების გაფორმება აზერბაიჯანთან, მათ შორის ბუნებრივი აირის შესყიდვაზე და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულრების მიმართულებითაც.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირ-აზერბაიჯანის პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ევროკავშირს სურს ახალი ამბიციური და ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანთან, რომელიც დამყარებული იქნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე. ეს ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ყველაზე ფართო ფორმატში - განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი ასევე მზადაა მიიღოს აქტიური მოანწილეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში ეუთოს მინსკის ფორმატში ფართო ჩართულობით.
თავის მხრივ ევროკომისარმა გაფართოვების მიმართულებით ოლივერ ვარგელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოვებაში. მან მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ ბრიუსელი მოელის გაზის პირველი პარტიის მიღებას გაზის სამხრეთის კორიდორით მიმდინარე წლის ბოლომდე და ამ კორიდორის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით.