მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1.6 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 53 მილიონი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 21 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.