WhatsApp ვიდეოზარების შესაძლებლობას კომპიუტერებისთვისაც განიხილავს

WhatsApp-ი მომავალი წლიდან შესაძლებელს გახდის ზარებისა და ვიდეოზარების განხორციელებას კომპიუტერებიდან.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, ამ მესინჯერის ცალკეული მომხმარებლებისთვის ეს ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია სატესტო რეჟიმში საახალწლო დღესასწაულების პერიოდში.

მათივე ცნობით, WhatsApp-ის ვიდეოზარების გამოჩენა კომპიუტერებში კონკურენციას გაუწევს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა: Zoom და Google Meet.

პარასკევს, პლატფორმამ Zoom-ი გაავრცელა განცხადება, რომ საახალწლო დღესასწაულებზე უფასო ანგარიშებისთვის გააუქმებს 40 წუთიან ლიმიტს. Google Meet-მაც განაცხადა, რომ მარტამდე გადადებენ 60 წუთიან ლიმიტს უფასო საუბრებზე.

WhatsApp - ეს არის მესინჯერი, რომელიც მუშაობს მობილურ მოწყობილობებში. ის 2014 წელს Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობამ კი 2 მილირდს გადააჭარბა.

კოკა კვირკველია