კორონავირუსი, არჩევნები, კობი ბრაიანტი, ზუმი - ეს ის ყველაზე პოპულარული თემებია, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ წელს „გუგლში“. ამის შესახებ ანგარიში თავად „გუგლმა“ გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს - ფილმების, მსახიობების, სიახლეების, თამაშების და სხვა აქტივობების შესახებ, რასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ სისტემაში.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორია მოხვდა: პარაზიტი, 1917, შავი პანტერა, 365 დღე და ინფიცირება.
ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, პანდემიის პირობებში ბევრი ეძებდა თუ როგორ მოევლოთ თავისთვის სახლის პირობებში, როგორ მოემზადებინათ სხვადასხვა საკვები თუ დესერტი, როგორ დაემზადებინათ ხელის სანიტაიზერი და ა.ს.