ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ფონდის პარტნიორი დიასპორული ორგანიზაცია საბერძნეთში - ათენის კულტურის ცენტრი „ კავკასიას“ ორგანიზებით ემიგრაციაში მყოფი ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
როგორც ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი თიკა სვანიძე ვენკო აცხადებს, კონფერენციის მიზანი ემიგრაციაში მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და სოციალურ თემატიკაზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა, რაც დაეხმარება დიასპორულ ორგანიზაციებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შექმნან ემიგრანტებისთვის ინტეგრირებული სოციალური სერვისების მოდელი.
ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა ქართველმა ემიგრანტმა ექიმებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს, მათ შორის, აშშ-დან, ირლანდიიდან, ესტონეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილებული იყო იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რასაც ემიგრანტი ქართველები უცხოეთში აწყდებიან, მათ შორის, საუბარი იყო ისეთ თემებზე როგორებიცაა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, შავიზღვისპირეთის რეგიონშიმცხოვრები საქართველოსმოქალაქეების ჯანმრთელობისპრობლემები, ასევე დიასპორაში მყოფიემიგრანტებისთვის ჯანდაცვისა დასოციალური უზრუნველყოფისსტრატეგიისა და ტაქტიკისშემუშავების აქტუალური საკითხებითანამედროვე მსოფლიო რეალობისგათვალისწინების ფონზე.
შეხვედრაზე მონაწილე ექიმებმა ასევე გაამჟღავნეს ინიციატივები, რომლებსაც ემიგრანტების ჯანდაცვის მიმართულების გაუმჯობესება შეუძლია. მათ შორის, საუბარი იყო ე.წ ტელემედიცინის პრაქტიკის დანერგვაზე, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის დისტანციურად კონსულტაციების გაწევას. კიდევ ერთი ინიციატივა კი დიასპორელი ექიმებს ვრცელი მონაცემთა ბაზის შექმნაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის თქმით, შესაძლებელია, რომ სპეციალიზაციის მიხედვით ექიმების მონაცემთა ბაზა შექმნას, რაც ურთიერთობებს მაქსიმალურად ეფექტურს გახდის.
კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა კი უცხოეთში მყოფი ადგილობრივი ექიმებისთვის თარჯიმნების დანიშნვაა, რაც ჯანდაცვის მომსახურებას უფრო მეტად ეფექტიანს გახდის.
შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, , ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ასევე დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები გივი ჭიჭინაძე და დავით კაჭარავა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(IOM) კოორდინატორი საქართველოში ნათია კვიციანი და საზღვარგარეთ არსებულისაქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
ონლაინ კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი,ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნოდარ სირბილაძე