მსოფლიოში უდიდესი აისბერგი სახელად A668a შესაძლოა, შეეჯახოს კუნძულს, სადაც სელაპებისა და პინგვინების დიდი პოპულაცია ცხოვრობს და ცხოველთა მასობრივი შიმშილობა გამოწვიოს.
The Guaridans-ის ინფორმაციით, კუნძული ანტარქტიდას 2017 წელს მოწყდა და მას შემდეგ ჩრდილოეთით მიცურავს. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აისბერგის ზომა შედარებით შემცირდა, თუმცა ის მაინც საკმაოდ მასიურია. მისი სიგრძე 151 კილომეტრია, სიგანე კი 48. შედარებისთვის, კუნძულ სამხრეთ ჯორჯიის სიგრძე და სიგანე, რომლესაც აისბერგი უახლოვდება, 169 და 24 კილომეტრია.
აისბერგი კუნძულს რამდენიმე დღეში მიუახლოვდება, სადაც ათასობით იშვიათი ჯიშის პინგვინი და სელაპი ბინადრობს.
მეცნიერი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, აისბერგი კუნძულის წყალქვეშა შელფზე დაიმსხვრეს, რაც კუნძულის ბინადრებს გადაარჩენს, თუმცა, წყალქვეშ სიცოცხლეს გაანადგურებს. ეს კი ეკოსისტემის ბალანსს დაარღვევს და პინგვინებისა და სელაპების უმეტესობას საკვების გარეშე დატოვებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ აისბერგი უშუალოდ კუნძულის სანაპიროს წინ გაჩერდება, მის დადნობას 10 წელი მაინც დასჭირდება. თანაც კუნძულის ბინადრებსა და ზღვას შორის ათობით კილომეტრის სიგრძის ბარიერი შეიქნება, რის გამოც ისინი საკუთარი ნაშიერების გამოკვებას ვეღარ შეძლებენ.
The Guardians-ის მიხედვით, ჯერ კიდევ არსებობს იმის შანსი, რომ ზღვის დინებებმა აისბერგს მიმართულება შეუცვალოს და ის კუნძულს „ასცდეს“.
საფრთხის რეალურობიდან გამომდინარე ბრიტანელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს კუნძულზე მკვლევართა ჯგუფი გაგზავნონ, რათა მისი გადაადგილების ტრაქტორის დეტალურად შეისწავლონ.