10 უნიკალური საშობაო ტრადიცია მსოფლიოში

შობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია, რომლესაც მილიონობით ადამიანი აღნიშნავს.

ხშირ შემთხვევაში შობის დღესასწაული ნაძვის ხესთან, თოვლის ბაბუასთან და საჩუქრებთან ასოცირდება. თუმცა მსოფლიოში არის არაერთი უნიკალური და გამორჩეული საშობაო ტრადიცია, რომელსაც მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში შეხვდებით. დღეს ასეთ 10 ტრადიციას წარმოგიდგენთ.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, თუმცა ჰოლანდიელები შობასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას 5 დეკემბერს, წმინდა ნიკოლასის დაბადების დღეს ანიჭებენ. ჰოლანდიელები შობისა და ახალი წლის დადგომის აღნიშვნას უკვე 700 წელია წმინდა ნიკოლასის დაბადების დღიდან იწყებენ.

სამხრეთ აფრიკა

იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს შობის დღესასწაულს დროს აქ ზაფხულია და ძალიან ცხელა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში სკოლები, უნივერსიტეტები და ბიზნესების უმეტესობა დახურულია. სამხრეთ აფრიკელები საშობაოდ პალმის ხეებს სათამაშოებით რთავენ, რომლებიც აქ ნაძვის ხის ფუნქციას ითავსებს.

შვედეთი

შვედეთში ტრადიციების მიხედვით, 13 დეკემბერს წმინდა ლუსიას დღეს აღნიშნავენ. წმინდა ლუსია მე-4 საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი გოგონა იყო, რომელსაც რომში დატყვევებული ქრისტიანებისთვის ღამით საკვები მიჰქონდა, რა დროსაც გზის გასანათებლად თავზე სანთელი ჰქონდა დამაგრებული.

წმინდა ლუსიას დღეს შვედეთში ახალგაზრდა გოგონები თეთრ ტანისამოსში ეწყობიან და თავზე სანთლებს იმაგრებენ.

პოლონეთი

პოლონელი ხალხისთვის შობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დეკემბრის განმავლობაში ისინი სახლს მთლიანად ალაგებენ. შობის ღამეს ისინი Wigilia-ს ანუ 12 კერძს ამზადებენ. პოლონელებს სწამთ, რომ თუ თორმეტივე კერძს დააგემოვნებენ, მომდევნო წლის 12 თვე მათთვის იღბლის მომტანი იქნება.

ახალი ზელანდია

სამხრეთ აფრიკის მსგავსად, ახალი ზელანდიაც სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, რის გამოც შობის დღესასწაულზე ადგილობრივი თოვლის ბაბუები შორტები, მაისურებითა და სანდლებით იმოსებიან. ამასთან, ახლა ზელანდიაში საკმაოდ პოპულარულია წითელყვავილიანი ხის- Pōhutukawa-ს მორთვა.

ფინეთი

ფინელების ცხოვრება საუნას გარეშე წარმოუდგენელია და ის საშობაო ტრადიციებთანაც კი არის დაკავშირებული. შობის წინა დღეს ფინელები აუცილებად მიდიან საუნაში. მათ სჯერათ, რომ საუნა მათ სხეულსა და გონებას უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებს.

იამაიკა

იამაიკა ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი იყო, სადაც მე-17 საუკუნიდან მონებს შობის დღესასწაულზე დასვენების უფლებას აძლევდნენ. გახარებული მონები კი სპეციალურ კოსტიუმებში ეწყობოდნენ და მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მონათმფლობელობის დასრულების შემდეგ ეს ტრადიცია ადგილობრივთა მეხსიერებაში შემორჩა და შობას დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

კანადა

კანადაში ნიუფაუნდლენდის პროვინციაში ადგილობრივები Mummering-ის სახელით ცნობილ დღესასწაულს აღნიშნავენ. ისინი ჰელოუინის მსგავსად, სპეციალურ კოსტიუმებში იმოსებიან და მეზობლის სახლებთან ტკბილეულის სათხოვნელად მიდიან.

ესპანეთი

უკვე წლებია ესპანეთში საშობაო ლატარიამ ტრადიციული სახე მიიღო. ყოველწლიურად, 22 დეკემბერს ქვეყანაში ეროვნული ლატარია 1 მილიონ ევროს ათამაშებს, რასაც პირდაპირ ეთერში თვალს მილიონობით ესპანელი ადევნებს. მომდევნო დღიდან კი, ქვეყანას კიდევ ერთი იღბლიანი მილიონერი ემატება.

ბექა ბერიაშვილი