Bloomberg - მასშტაბური კიბერთავდასხმა 200 სხვადასხვა სტრუქტურას შეეხო

მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომლის სამიზნე გახდა ამერიკული სამთავრობო სტრუქტურები, საერთო ჯამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე სტრუქტურას შეეხო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მკვლევარების ინფორმაციით, ჰაკერებმა „მავნებლური კოდი ჩანერგეს“ ამერიკული კომაპანიის SolarWinds-ის პროგრამულ განახლებაში. აღნიშნული პროგრამა კი დაეგზავნა 18 ათასს კლიენტს, რამაც გახადა ისინი თავდასხმისადმი მოწყვლადი.

სააგენტოს სამი წყაროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჰაკერებმა შეტევის შედეგად მოიპოვეს უშუალო წვდომა 200-ზე მეტ სტრუქტურაზე, თუმცა კონკრეტულად რომელზე, არ სახელდება. მათ შორის არიან სახელმწიფო უწყებებს დაქვემდებარებული კომპანიებიც. ეს კი საბოლოო ციფრი არ არის და ის შეიძლება გადაიხედოს“ - წერს სააგენტო.

„თავდასხმის მოტივები უცნობია, ასევე უცნობია კონკრეტულად რა გაარკვიეს მათ და რა ტიპის ინფორმაცია მოიპოვეს“, - წერს გამოცემა.

კოკა კვირკველია