მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1.6 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 54 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.