ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

21 დეკემბერს თბილისის დროით 00:42 საათზე კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ის იმ მომენტისთვის 24,18 ათას დოლარად ივაჭრებოდა.

თუმცა, ოდნავ მოგვიანებით, უკვე 00:47 საათისთვის მისმა ფასმა 24,205 დოლარი შეადგინა და რეკორდი განაახლა.

აღსანიშნავია, რომ ბიოტკოინი მიმდინარე თვეს არაერთხელ გაძვირდა, მას შემდეგ, რაც მან 2017 წლის ისტორიული მაქსიმუმი 20 ათას დოლარამდე ნიშნული გადალახა.

ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია