საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები - სავაჭრო ბრუნვა წლიურად 14.6%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,202 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 3,016 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (11.3 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 7,186 მლრდ აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, 4,169 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (445.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (399.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (396.6 მლნ. აშშ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1,257 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (789.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (646.3 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1,429 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1,185 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1,092 მლრდ აშშ დოლარი).

brunvaa-1608535813.jpg

თაია არდოტელი