როგორ ავაწყოთ ეფექტური ონლაინრეკლამა - რჩევები Adword.ge-ის წარმომადგენლისგან

მომსახურების თითქმის ყველა სფერო დისტანციურ მუშაობაზეა გადასული.

ასეთ პირობებში ონლაინრეკლამა რეკლამირების ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს.

ონლიანრეკლამა საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი აუდიტორია, ხმა მიაწვდინოთ მას ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალებით, მარკეტინგული კამპანიის შემდეგ კი ზუსტად ნახოთ, რამდენი ადამიანი დაინტერესდა თქვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით.

დღეისათვის საქართველოში ონლაინრეკლამის ყველაზე გავრცელებული საშუალებებია: რეკლამა სოციალურ ქსელში და „ედვორდი“ - პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი რეკლამა ყველაზე მაღალრეიტინგულ საიტებზე განათავსოთ.

რამდენადაც მარტივი და ხელმისაწვდომია ონლაინრეკლამის გავრცელება, იმდენად დიდია კონკურენცია. ამიტომაც მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად მაქსიმალურად საინტერესო რეკლამა უნდა შეიქმნას. როგორ შევქმნათ ეფექტური ონლაინრეკლამა, რომელიც ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და გაყიდვების ზრდაში დაგვეხმარება, ამასთან დაკავშირებით Adword.ge-ის პროექტის მენეჯერი ირინა მამულაიშვილი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

adwarts2-1608537993.png

გაარეკლამეთ ერთი კონკრეტული პროდუქტი/სერვისი

ერთ რეკლამაში ერთი კონკრეტული პროდუქტი თუ მომსახურება შესთავაზეთ თქვენს აუდიტორიას. უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ ისეთზე, რომელიც ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია. სტატისტიკის მიხედვით, პოტენციური მყიდველები უფრო დიდ ყურადღებას სწორედ ასეთ შეთავაზებას აქცევენ.

სწორად შეარჩიეთ რეკლამის სათაური

რეკლამის სათაური უნდა შეესაბამებოდეს რეკლამის ფოტოსა და ტექსტს და მარტივად ახვედრებდეს პოტენციურ მყიდველს, თუ რის რეკლამას ნახულობს.

რეკლამის ტექსტი კონკრეტული უნდა იყოს

ტექსტი ერთ კონკრეტულ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს პოტენციურ მყიდველს - იქნება ეს პროდუქტის/სერვისის ფასი, ფასდაკლება, კონკრეტული ფუნქციის შესახებ ინფორმაცია თუ სხვა. ტექსტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს call to action მესიჯს, მაგალითად: დააკლიკეთ, შეიძინეთ, დაგვიკავშირდით და ა. შ.

adwart3-1608538057.png

ფოტო უნდა შეესაბამებოდეს შეთავაზებას

გამოიყენეთ იმ პროდუქტისა თუ სერვისის ფოტო, რომელსაც პოტენციურ მყიდველს სთავაზობთ. ნუ დაიტანთ ფოტოზე დამატებით ტექსტს, რადგან რეკლამის ფორმატიდან გამომდინარე, აღქმადი არ იქნება.

მიუთითეთ გამართული ბმული

რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ პოტენციური მყიდველი აუცილებლად იმ კონკრეტული პროდუქტისა თუ სერვისის გვერდზე უნდა გადადიოდეს, რომელსაც ამ რეკლამით სთავაზობთ. დარწმუნდით, რომ ლინკი გამართულად მუშაობს.

როგორ განვათავსოთ რეკლამა Adword.ge-ზე ისე, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს?

რჩევების გათვალისწინებით შექმნილი ონლაინრეკლამა უკვე არის იმის გარანტი, რომ თქვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით მომხმარებლის დაინტერესებას შეძლებთ. მეორე ეტაპია, მასალის Adword.ge-ის საიტზე ატვირთვა და იმ ვებგვერდების შერჩევა, რომლებზეც თქვენი რეკლამის განთავსება გსურთ.

შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, თუ რა იქნება თქვენი რეკლამის კლიკის ღირებულება. რაც უფრო მეტს მიუთითებთ კლიკის ფასს, რეკლამა მით უფრო მოწინავე პოზიციაზე გამოჩნდება, შესაბამისად ნახავს მეტი ადამიანი და კლიკების რაოდენობაც მეტი იქნება. გარდა ამისა, თქვენი ბრენდის ცნობადობაც გაიზრდება.

შეგიძლიათ გააკონტროლოთ დღეები და დროები, თუ როდის და რომელ საათებში გაეშვას რეკლამა. მაგალითად, თუ გსურთ რომ ადამიანებმა თქვენი რეკლამა სამუშაო საათებში იხილონ, შეგიძლიათ აირჩიოთ კვირის დღეები და სამუშაო საათები; თუ გსურთ რომ დასვენების დღეებში გაეშვას რეკლამა, მხოლოდ შაბათ-კვირის არჩევის საშუალებაც გაქვთ.

სწორად შექმნილი ონლაინრეკლამა წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. გაითვალისწინეთ წარმოდგენილი რჩევები და დარწმუნდებით, რამდენად დიდი შედეგი მოაქვს სწორად შექმნილ რეკლამას.