რა ღირს აპარატი, რომელიც კორონავირუსების 90%-ს ფილტრავს

ფრანგული კომპანიის Moskitofree წარმომადგენლებმა შექმნეს მინიატურული აპარატი, რომელსაც შეუძლია ჰაერის გაწმენდა კორონავირუსების 93,5%-ისგან. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Parisien წერს. მოწყობილობა მედალიონის ფორმისაა და ის ყელსაბამივით უნდა ატარო.

პარიზის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე კომპანია თავდაპირველად სპეციალიზირებული იყო მალარიასთან და მის გამავრცელებელ კოღოებთან ბრძოლაში. ამასთან დაკავშირებით მისმა სპეციალისტებმა შექმნეს აპარატი, რომელიც კოღოებს არ აძლევდა შესაძლებლობას ეპოვა ადამიანი. სპეციალისტებმა გაითვალისწინეს, რომ კოღოებს ადამიანების სუნი იზიდავს, ხოლო აპარატი ქმნიდა ელექტრონულ ველს ადამიანის ირგვლივ, რომლის მუშაობის დროსაც ის კოღოს სრულ დეზორიენტაციას იწვევდა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ კი აპარატის შემქმნელებმა გადაწყვიტეს აპარატის მუშაობა შეეცვალათ, რის შედეგად ის ვირუს SARS-CoV-2-ისგან დაიცავდა ადამიანებს. ამ მიზნით მათ მოწყობილობაში დაამატეს ოზონატორი და გარკვეული მინერალი, რომლის სახელსაც საიდუმლოდ ინახავენ.

სიახლე წარმატებით გამოსცადეს პარიზის პასტერის ინსტიტუტში, რა დროსაც კვლევამ აჩვენა, რომ მან წარმატებით დაიცვა ადამიანი ჰაერში ცირკულირებადი კორონავირუსისგან. ინსტიტუტმა მის წარმოება/გამოყენებაზე თანხმობა ოფიციალურად გასცა.

ამ მომენტისთვის კომპანია თვეში 400 ათასი აპარატის გამოცემას აპირებს და ის 79 ევრო ღირს.

კოკა კვირკველია