საქართველოში 14,000 ტონა მაღალხარისხიანი ამერიკული ხორბალი შემოვიდა

"საქართველოში შემოტანილია 14,000 ტონა მაღალხარისხიანი ამერიკული ხორბალი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.

"ბიზნესპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის გაცნობებთ, რომ 2020 წლის 20 დეკემბერს ფოთის პორტში შემოვიდა თბომავალი „ოუშენ გრანდი“. ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანია შპს "ფოთის მარცვლეულის ტერმინალის " მიერ ამერიკულ მხარესთან 30 000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბალზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში შემოტანილია 14,000 ტონა მაღალხარიასხიანი ამერიკული ხორბალი. 25 დეკემბერს იგეგმება ამერიკული ხორბლით დატვირთული მეორე გემის შემოსვლა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ 30,000 ტონა ამერიკული ხორბლის იმპორტი ძალზედ დროული და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რეგიონალურ ბაზარზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა შექმნილი და არის საშიშროება, რომ ხორბლის ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს რიგი სახელმწიფოების მხრიდან.

შემოტანილი ამერიკული ხორბლის მთლიანი მოცულობის რეალიზაციის შედეგად, მიღებული თანხები, პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში მოხმარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ამ გარიგებაში ჩართულ ყველა მხარეს, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობებს, აგრეთვე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს",- ნათვამია განცხადებაში.