ორწლიანი პროგრამის შედეგად 41 სასწრაფო დახმარების ახალი შენობა ავაშენეთ, რომლებითაც პანდემიის პირობებში ყველანი ვსარგებლობთ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, განხორციელდა 200-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია და 105 ამბულატორიის მშენებლობა. დროებით გაჩერდა პროექტი იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ძალიან ბევრი რამ ამ მიმართულებით გაკეთდა.
„400- მდე ახალი ობიექტი შეიქმნა, მას სჭირდება აღჭურვა და დაკომპლექტება იმ ოჯახის ექიმებით, რომლებიც შესაბამის კვალიფიკაციას ფლობენ და უზრუნველყოფენ უკვე პირველადი ჯანდაცვის ისეთი დონით მართვას, რომელიც პანდემიამ გვანახა რომ გვჭირდება და შესაბამისად, როგორც კი ეს ეტაპი იქნება დასრულებული, უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.