ივანე მაჭავარიანის განცხადებით, არ არსებობს წინაპირობა, რომ მოსახლეობამ მასობრივად დაკარგოს ბინები, რომლებიც სესხის უზრუნველსაყოფად აქვთ ჩადებული

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, არ არსებობს წინაპირობა, რომ მოსახლეობამ მასობრივად დაკარგოს ბინები, რომლებიც სესხის უზრუნველსაყოფად აქვთ ჩადებული.

როგორც მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ამის წინაპირობა არ არსებობს.

„ბოლო პერიოდში საბანკო სექტორმა ორჯერ სრულად გადაავადა ყველასთვის სესხები და მესამედ კიდევ ინდივიდუალურად. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არის მზაობა, რომ ინდივიდუალურად განიხილონ ყველა შემთხვევა. მე არ ველოდები, რამე ტიპის მასობრივ პრობლემებს მაგ კუთხით, რომ ადამიანები დაკარგავენ ბინებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ საბანკო სექტორს მორალურადაც და პრაგმატულადაც ესმის, რომ ქონების წამოღების კასკადი არასწორია და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ რესტრუქტურიზაცია და სხვა შეღავათები გააკეთონ, ამიტომ არ მგონია, რომ აქ რამე დიდი საფრთხე გვაქვს“,-განაცხადა მან.