რუსეთი დიდ ბრიტანეთთან ფრენებს დროებით წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კოვიდ 19-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა, რომლის დაწესებაზეც გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღეს, 22 დეკემბრის შუაღამიდან ამოქმედდება და ერთი კვირის განმავლობაში დარჩება ძალაში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების გამო 30-ზე მეტმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან სატრანსპორტო კავშირი შეაჩერა ან შეზღუდა.