ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა და შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან გაიცემა.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსახლეობის ვაქცინაცია სავარაუდოდ 27 დეკემბრიდან დაიწყება.
მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც Pfizer-ისა და Biontech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა ბრიტანეთი იყო, რომელმაც ორი კვირის წინ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო.
Pfizer-ისა და Biontech-ის მიერ შექმნილ ვაქცინას ავტორიზაცია ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომაც მიანიჭა.