Toyota-მ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ქარხნები დახურა

იაპონური საავტომობილო კომპანია Toyota Motor-ი დიდ ბრიტანეთში - 2 და საფრანგეთში 1 ქარხანას ხურავს. ამის მიზეზი კი ახალი კორონავირუსის ინფექციაა.

როგორც იაპონური NHK წერს, აღნიშნული ქარხნების თანამშრომლები ვადამდე ადრე გავლენ საშობაო არდადეგებზე.

ქარხნების გაჩერება პირველ რიგში, გამოიწვია ტრანსპორტირების პრობლემის შექმნამ, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო მაკომპლექტებელი ნაწილების მიწოდება ორი ქვეყნის ქარხნებს შორის. როგორც ცნობილია, ლა-მანშის სრუტის ქვეშ არსებული სატრანსპორტო გვირაბი კორონავირუსის ახალი შტამის გამო დროებით დაკეტილია, ამან კი სერიოზული გავლენა მოახდინა Toyota Motor-ის საწარმოებზე.

კოკა კვირკველია