საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში სულ კორონავირუსით 2182 ადამიანი გარდაიცვალა. „ სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა“,-განაცხადა სიჭინავამ.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 3064 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3740 პირი.