ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დონორების საშუალებით შესყიდული აღჭურვილობის ნაწილი კლინიკებში უკვე განაწილდა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფოს მიერ დონორების საშუალებით შესყიდული აღჭურვილობის შესახებ ისაუბრა, რომელიც კლინიკებში ნაწილობრივ უკვე განაწილდა.

„ჰოსპიტალების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მიერ ასევე დონორების მხარდაჭერით უკვე შესყიდულია და ნაწილობრივ განაწილებულია შემდეგი ტიპის აღჭურვილობა: საგანგებო სიტუაციების ცენტრს გადაეცა ბე და ცე ტიპის მობილური ჯგუფებისთვის შესყიდული უახლესი 38 მანქანა, არაინვაზიური ვენტილაციის აპარატი 500 ერთეული, არაინვაზიური კომბინირებული სასუნთქი აპარატი 300 ერთეული, მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდების აპარატი 50 ერთეული, ჟანგბადის წნევით მიწოდების ნიღბები 18000 ერთეული, ჟანგბადის ქარხანა გადაეცა სხვადასხვა კლინიკებს 10 ერთეული, ჟანგბადის კონცენტრატორები 1029 ერთეული, ფილტვის ვენტილატორი 125 ერთეული, ელექტროკარდიოგრაფი 169 ერთეული, დიალიზის აპარატი და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მიუხედავად ფართო გაშლილი დიალიზის სისტემებისა, ძირითადად გამოიყენებოდა მეორადი აპარატები და ჩვენ დღე-დღეობით გვაქვს საშუალება ჩვენს პაციენტებს მივაწოდოთ 36 ერთეული სრულიად ახალი დიალიზის აპარატი, საავადმყოფოს საწოლები 379 ერთეული, იდივიდუალური დაცვის საშუალები - 9 მილიონზე მეტი. ასევე, მინდა აქვე დავადასტურო, რომ კლინიკების აღჭურვის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება,“ - აღნიშნა ტიკარაძემ.