8 წესი, რომელიც მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს დამატებით განუსაზღვრა - რა პირობებით გაიხსნებიან მაღაზიები 24 დეკემბრიდან

სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან გაიხსნება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი. მაია ცქიტიშვილმა ის დამატებითი წესები გააჟღერა, რომელთა დაცვითაც მოუწევთ მაღაზიებს ფუნქციონირება.

  • სამუშაო საათები - 07:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე;
  • დაცული უნდა იყოს მომხმარებლის ნაკადები, ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე არაუმეტეს 1 ადამიანი დაიშვება
  • როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე უნდა მოხდეს რიგების მკაცრი დაცვა
  • ფასდაკლებების აქცია ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს უნდა გამოცხადდეს
  • არ იმუშავებს გასახდელი
  • მაღაზიამ უნდა დაუშვას პროდუქციის დაბრუნება-გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თებერვლიდან უნდა მოხდეს.
  • სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანით, იკრძალება
  • პირბადის მოხმარება უნდა იყოს დაცული და პასუხისმგებლობა მაღაზიების ადმინისტრაციას ეკისრება
  • დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იქნება ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება.
თაია არდოტელი