24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.