საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„2020 წლის 22 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 157 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130 პროცენტით, მაქსიმალური 8.220 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.197 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში",-აღნიშნულია ინფორმაციაში.