ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი, მაია ცქიტიშვილი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და საახალწლო დღესასწაულის ვიწრო წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდებს.
როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანამ როგორც პირველი, ასევე ეპიდემიის მეორე ტალღაც წარმატებით უნდა გაიაროს.
"ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ საახალწლო დღესასწაული ვიწრო წრეში აღნიშნონ. ძალიან დიდ ფასს ვიხდით, ყველა ამ ერთი მხრივ, შეზღუდვებისთვის და მეორე მხრივ, ყველა შეზღუდვის მოხსნითაც თანამოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ, ერთობა, სოლიდარობა, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ ეპიდემიის პირველი ტალღა წარმატებით გვემართა. ჩვენ ასევე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მეორე ტალღას და შესაბამისად, ვთხოვთ ყველას, კვლავ დაიცვან ყველა რეგულაცია. მაგალითად, პირბადის მოხმარება, ყველაზე უსაფრთხო წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ და მოდით დავიცვათ ერთმანეთი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.