საქართველოში სესხით 1,8 მლნ ადამიანი სარგელობს

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს კრედიტინფოს განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1.8 მლნ ადამიანი სესხით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე 4.7%-ით, ანუ 81,574 ადამიანითაა გაზრდილი.

როგორც კრედიტინფოს უახლესი სტატისტიკა გვიჩვენებს, ქვეყანაში ჯამში 27 მლრდ ლარის აქტიური სესხია გაცემული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე აქტიური სესხები დაახლოებით 3,5 მლრდ ლარით გაიზარდა.

გარდა ამისა, ყურადსაღებია, რომ სესხების 89% ბანკებზე მოდის. დანარჩენი 11% კი სებ-ის მიერ სხვა რეგულირებად საფინანსო ინსტიტუტებსა და სალიზინგო კომპანიებზე მოდის.

ნოდარ სირბილაძე