ევროკომისიამ Fiat Chrysler-ისა და Peugeot-ს შერწყმაზე ნებართვა გასცა

იტალიურ-ამერიკულმა Fiat Chrysler Automobiles NV (FCA) და ფრანგულმა PSA Group-მა ევროკომისიისგან შერწყმის თაობაზე ნებართვა მიიღეს. შედეგად კი შეიქმნება მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ყველაზე მსხვილი საავტომობილო კონცერნი.

PSA-იმ (რომელიც აწარმოებს ავტომობილებს Peugeot, Citroen, DS, Opel და Vauxhall ბრენდების ქვეშ) და FCA-იმ შერწყმის შესახებ შეთანხმებას 2019 წელს მიაღწიეს. 2020 წლის ივნისში ევროკომისიამ დაიწყო შეთანხმების ღრმა შესწავლა, მათ შორის, ანტიმონოპოლიური კუთხით, რომ ევროპის მსუბუქი ავტომობილების ბაზარზე არ დარღვეულიყო კონკურენტული გარემო.

განაგრძეთ კითხვა: