ამირან გამყრელიძე - ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს „ფაიზერი" ვაქცინას არ მისცემს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერთან", „მოდერნასთან" და კიდევ სხვა კომპანიებთან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომ საქართველომ ვაქცინა გარდა „კოვაქს პლატფორმისა", პირდაპირი მოლაპარაკებით მიიღოს.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „კოვაქვს პლატფორმას" დახლოებით 5-დან 7 ვაქცინა ექნება, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული იქნება.

„რატომ ამბობთ, რომ საქართველოში ღატაკი ქვეყნისთვის განსაზღვრული ვაქცინა შემოდის? საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს პლატფორმაზე“. „კოვაქვს პლატფორმას" დაახლოებით 5-დან 7 ვაქცინამდე ექნება, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული იქნება. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი, რომ ჩვენ 5, თუ 7 ვაქცინიდან არჩევის უფლება გვექნება. ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს „ფაიზერი" ვაქცინას არ მისცემს. ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს: „ფაიზერთან", „მოდერნასთან", კიდევ სხვა კომპანიებთან, რომ საქართველომ გარდა „კოვაქს პლატფორმისა", კიდევ პირდაპირ მოლაპარაკებით ვაქცინა მიიღოს. თუმცა ზუსტი თარიღი არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.