„მონიტორინგი გაგრძელდება, რა ხარისხით მოხდება შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, რეგულაციების აღსრულება"

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მონიტორინგი გაგრძელდება, რა ხარისხით მოხდება შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, რეგულაციების აღსრულება.

ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დროებით შემსუბუქებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იყო გუნდური. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მკაცრად დაგვეტოვებინა შეზღუდვები იმ კომპონენტში, რომელიც სავაჭრო სექტორს ეხება, თუმცა გარკვეული შესაძლებლობა მივეცით ჩვენს ეკონომიკას იმისათვის, რომ ამან გავლენა იქონიოს მოქალაქეების ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო იმ შეზღუდვების დაწესება ყველა სავაჭრო ობიექტისთვის, რომელიც გაცხადებულია უკვე მთავრობის მხრიდან. გავაგრძელებთ მონიტორინგს, თუ რა ხარისხით მოხდება აღსრულება ყველა იმ მითითების, რაც მნიშვნელოვანია ინფექციის დასტაბილიზების გაგრძელების თვალსაზრისით. თუ ეს მოთხოვნები არ და ვერ დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.