ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, აბაშის რაიონის სოფელ წყემში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სასაქონლო ზედნადების გარეშე - 6 კბ.მ ხე–ტყის (დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ჩამოერთვა.