"ყველა მსხვილ ქალაქში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი შეიქმნება, რომელიც სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება"

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყველა მსხვილ ქალაქში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი შეიქმნება, რომელიც სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება.

ამის შესახებ მან პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი; დანაყოფები აღიჭურვება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით; დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა; გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.