1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2684 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2684 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2660 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9979 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9662 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 შეადგინა.