„მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში, უპრეცედენტო მასშტაბის ქონებრივი გადანაწილების მოწმენი გავხდებით“ - ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქონებრივი გადანაწილების მოწმენი გავხდებით მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში.
ქონებას, რომელიც წვრილ და საშუალო ბიზნესებს ბიზნეს-სესხების, ხოლო ისედაც სუსტ საშუალო კლასს იპოთეკური სესხების უზრუნველსაყოფად აქვთ ჩადებული, ივანიშვილის რეჟიმის 3-4 კლანი ჩაიგდებს ხელში. ეს კლანები "ქეშზე სხედან" ბიუჯეტის ძარცვის წყალობით, იმ ბიუჯეტისა, რომელიც აქამდე წვრილი და საშუალო ბიზნესის და საშუალო კლასის მიერ გადახდილი გადასახადებით ივსებოდა.
ამ საშინელებას კოალიციური მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და კოვიდ-ეპიდემიის ადექვატური მართვა აგვაცილებდა. სამწუხაროდ, "არჩევნებში" ბიუჯეტის მძარცველებმა პოლიტიკურ ოპოზიციას კი არა, ზემოხსენებულ გასაძარცვ კლასს სძლიეს,“-წერს ჭიაბერაშვილი.