ვფიქრობ, დიდ ქვეყნებთან სავიზო თემები გადასახედი იქნება - სერიოზული პრობლემებია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით დიდ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი “გადასახედი იქნება”.

ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა.

“არ დავასახელებ ქვეყნებს, საიდან რა პრობლემები გვაქვს, თუმცა მართლა სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ გადასახედი იქნება დიდი ქვეყნებთან სავიზო თემები. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე უსაფრთხოების სამსახურთან სამუშაო იქნება. სერიოზული პრობლემებია, თან ჩვენი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გომელაურმა.