მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 78 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1.7 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 55 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 21 512 562 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.