კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ნოემბერი 84,481 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.
ეს კი წინა თვესთან შედარებით, 81,708 მლნ ლარით ნაკლებია. ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგება 166,189 მლნ ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,865 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ კი, 11,675 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 29,897 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
2020 წლის ნოემბერში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 433,708 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 348,650 მლნ ლარი. ნოემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 337,933 მლნ ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა. დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.