სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung Electronics-ი ტელევიზორების გაყიდვებში 2020 წელსას ინარჩუნებს გლობალური ლიდერის სტატუსს. ის პირველობას არ თმობს უკვე 15 წელია ზედიზედ. სააგნეტო Yonhap-ის ინფორმაციით, აღნიშნული განპირობებულია პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. სააგენტომ ელექტრონიკის გაყიდვების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სააგენტო Omdia-ზე დაყრდნობით გაავრცელა.
ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის პირველ სამ კვარტალში Samsung Electronics-მა 33,9 მილიონი ტელევიზორი გაყიდა, სულ კი წელს 49,02 მილიონის გაყიდვა აქვს დაგეგმილი, რაც წინა წლის მონაცემებზე 11%-ით მეტი იქნება. ეს მაჩვენებელი ასევე იქნება მაქსიმალური ნიშნული 2014 წლის შემდეგ, რა დროსაც, კომპანიამ 52,9 მილიონი ტელევიზორი გაყიდა.