საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ კორონავირუსით 2 233 პირი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა“,-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 191 968-მდე.