AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გადამდები ვარიანტის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ეფექტური უნდა იყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„AZD1222 (AstraZeneca-ს კანდიდატი ვაქცინა) შეიცავს SARS-CoV-2 ვირუსის სპაიკ ცილების გენეტიკურ მასალას და ამ ახალ ვირუსულ შტამში გენეტიკური კოდის ცვლილებები, როგორც ჩანს, სპაიკ ცილის სტრუქტურას არ ცვლის", - აცხადებენ კომპანიაში.
გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ის გამომწვევი ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია.
შეგახსენებთ, AstraZeneca-სა და Oxford-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების დროს 62% -იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა იმ მონაწილეებში, რომლებსაც ჯერ ვაქცინის ნახევარი, შემდეგ კი სრული დოზა გაუკეთეს, ეს მაჩვენებელი 90 %-მდე გაიზარდა.