თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს, რომლებსაც გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 ათასი ლარის ოდენობით, ასევე გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც ასევე 8 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ვადა 1-ელ ივლისამდე გაუგრძელდებათ.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ეს შეღავათი ეხებათ იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მუნიციპალურ მიწებზე ახორციელებენ.
„შემდეგი შეღავათი ეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს. თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 ათასი ლარის ოდენობით, ასევე გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც ასევე 8 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ორივე ვადა 1-ელ ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამის თაობაზე ჩვენ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ეს შეღავათი ეხებათ იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მუნიციპალურ მიწებზე ახორციელებენ, ანუ იჯარით აღებულ მიწებზე“,-განაცხადა კალაძემ.